რუსეთის პატრიარქი: საბჭოთა კავშირი დიადი ქვეყანა იყო

0 კომენტარი

რუსეთის პატრიარქმა კირილემ  სლავური კულტურისა და დამწერლობის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი  ”დიადი ქვეყანა” იყო, რომელიც ”რამდენიმე დღეში  სულიერი და კულტურულ-ისტორიული ფესვების რღვევის გამო დაიშლა.”

მისასალმებელ სიტყვაში რუსეთის პატრიარქმა საბჭოთა კავშირი მრავალსაუკონოვან ხეს შეადარა, რომელიც ”მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ მისი ტანი  დალპა და ფესვებს მოსწყდა“.

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა მოსდის ადამიანს, ოჯახს, ხალხს, სახელმწიფოს,  თუ ფესვები იკარგება. არ არის საჭირო არანაირი მიწისძვრა და ომი - დიადი ქვეყანა შეიძლება რამდენიმე დღეში დაიქცეს და ჩვენ ამის მომსწრე გავხდით 90-იან წლებში,“ განაცხადა პატრიარქმა.

მან მეთოდე და კირილე  - ბერძენი მისიონერები, რომლებმაც  სლავური ანბანი შექმნეს და  ევანგელე რუსულად თარგმნეს,  ”რუსი ნაციის ფესვებად” მოიხსენია  და  აღნიშნა, რომ  საჭიროა ფესვებზე ზრუნვა იმისთვის, რომ რუსეთი ”საბჭოთა კავშირივით არ დაიქცეს.”

 “თუ  რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა  არ გადაშლის ევანგელეს და არ დაფიქრდება იმაზე, რაც იქ წერია, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი მძლავრი ხის შენარჩუნებას,“  განაცხადა სრულიად რუსეთისა და მოსკოვის  პატრიარქმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ არ მოიწონა რუსეთის საზოგადოების ნაწილის ინიციატივა ლენინის ”ადამიანურად დამარხვის” თაობაზე, იმ მოტივით, რომ ეს მოსახლეობაში ”განხეთქილებასა და დაპირისპირებას” გამოიწვევს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები