ნინო ბურჯანაძის და ანზორ ბიწაძის საუბრის ჩანაწერი

ანზორ ბიწაძე — ნინო  ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გუშინ,  გთავაზობ ასეთ რაღაცას,  რომ ერთი კვირის მანძილზე  შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება - ქართული პარტია და ესენი გადავაგოროთ, მაინც შეიძლება გამოვიდეს. თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლაც ღირს. ღირს 100 კაცის სიკვდილადაც და 500-საც

ნინო ბურჯანაძე — ხო, ეგრეა კი.

ა.ბ. — ყველა ერმა ვინც რაღაცას მიაღწია, სისხლით არის მისი მიწა მორწყული, სუყველასი

ნ.ბ. — ამასაც არ აკლია...

ა.ბ. — არ აკლია ეგრეც არ არის, თუ ძმა ხარ,  200 წელია სისხლი არ დაღვრილა . მერე იცოდე პროცესს თუ დაიწყებ, იქ უკვე ერთ კაცს ფეხი მოტყდა და ორს თავი  მოეჭრებაა უკვე  ვსიო, მორჩა დამთავრდა. იქ უკვე უკან სვლა აღარ უნდა დაიწყო რა.
და 40 პროცენტი მხარს რო უჭერს სააკაშვილს მე მაგაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. განათებული რო ქონდეთ ტვინი ამათ მაშინ რევოლუციაც არ იქნებოდა საჭირო რა. რის საფუძველზე ამბობენ 40 პროცენტს? 40 პროცენტს ამბობს, რომ სააკაშვილს მისცემს ხმასო

ნ.ბ. — ნუ ეხლა ესე დეტალურად არ ვიცი, მაგრამ მითხრეს  ესე.

ა.ბ. — რეალურად მიგაჩნია შეენ?

ნ.ბ. — არ ვიცი ანზორიკო რა, ჩვენ მაინც ჩვენ წრეში ვტრიალებთ რა.

ა.ბ. — ჩვენ რამდენი გვიჭერს ?

ნ.ბ. — ჩვენ ვის?

ა.ბ. — რევოლუციონერებს

ნ.ბ. — 35 არის უკმაყოფილო და 15 პირდაპირი მხარდამჭერია რა...

ა.ბ. — რა გინდა მაშინ? პიდისიატ ნა პიდისიატ

ნ.ბ. — ხო რეალურად ეგრე არის. არა, საზოგადოება ძალიან გაყოფილია, რუსეთთან დაკავშირებითც -50/50 -ზეა

ა.ბ. — ხოდა გეუბნები კავკასიური ცარცის წრეა-მეთქი რა. 2 წლის ნაომარ ქვეყანაში 50 პროცენტი ცოტაა?

ნ.ბ. — არა, ცოტა კი არა ძალიან ბევრია.მტრის განცდა 50 პროცენტში ვაბშე არ არის

ა.ბ. — მხარს რამდენი უჭერს რუსეთთან დაახლოებას?

ნ.ბ. — არა, დაახლოებას ყველა უჭერს მხარს

ა.ბ. — და პრორუსულია 50 პროცენტი ხო?

ნ.ბ. — იცი რა ეხლა, ისიც არ მინდა რომ მოგატყუო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პოლარიზებულიაო საზოგადოებაო. ეხლა მე მითხრა, რომ თქვენო ნაწილობრივ დაგაზარალათო რუსეთთან ურთიერთობამო, მაგრამ მეორეს მხრივ პრაქტიკულად შუაზეა გაყოფილიო.

ა.ბ. — 30 000 კაცი გამოვა

ნ.ბ. — მე მეტი მგონია,

ა.ბ. — თავისუფლების მოედნას გაავსებს ეგა? ხოდა მივიდეს ეხლა და მითვალოს იქა ოცდაათია თუ სამოცდაათი

ნ.ბ. — აუ როგორ გვჭირდება ისაა...

ა.ბ. — იქნებ მოვასწროთ, იმათ არაფერი არ უნდათ ნინო. გადარიცხვის მეორე დღესვე ჩათვალე ვსიო. ესენიც როგორ გაყუჩებული არიან

ნ.ბ. — ვინ ნაცები? ელოდებიან ჩვენ რას ვიზამთ. მაგენი ეხლა არიან რთულ ვითარებაში ანზორიკო. პაბალშომუ ისე მივყვებით ფუ-ფუ-ფუ, რომ რეალურად ვერაფერში ვერ გედავებიან რა.

ა.ბ. — ვიდეოები და რაღაცეები ექნებათ და გამოგვიჭერენ. აი აქაც თუ გვისნენენ და...
... ეგვიპტის  ვარიანტი იქნება, დროებითი მთავრობა უნდა იყოს ყველა ვარაიანტში, ეს კრება  რაღად გინდა მაშინ?...  კომიტეტამ კომენდანდსკი ჩას კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. მარა ეგვიპტეში 3 თვეში დაალაგეს და ტურისტები ჩავიდნენ, მაგრამ იქ ჯარია ძლიერი

ნ.ბ. — ხო ჯარია ძლიერი

ა.ბ. — ჩვენი ჯარი კი დაგიდგება გვერდზე, მაგრამ მთხლეა რად გინდა. ჯარში ისეთი სიტუაციაა უფ!

ნ.ბ. — ხო?

ა.ბ. — არა რას ლაპარაკობ! ჯარი დაივიწყე ვაფშე.

ნ.ბ. — აბა პოლიცია ვერ მოგვერევა. კოჯრის ბატალიონი გვესვრის ვითომ?

ა.ბ. — არა კაცო რა სისულელეა. შეიძლება კოჯრის ბატალიონმა გადაგიხერგოს  გზა. ჩაგიყენოს ტანკი, ბეტეერი, მაგრამ არ გვესვრის.

ნ.ბ. — რატო ხარ ეგეთი დარწმუნებული?

ა.ბ. — იცი რა — კოჯრის ბატალიონი თუ მესვრის პირველ იერიშს ავიცილებ და დადგეს და გრუ-ს სპეცნაზთან გაარკვიოს ურთიერთობა

კომენტარები