ბიწაძეს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს

 „სახალხო კრების“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროკურატურამ ორშაბათშ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს - 100 ათასი ლარის შეფარდების შესახებ. პროკურატურის ცნობით, დღეს სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მთავარმა პროკურატურამ ბიწაძეს ბრალი 30 მაისს წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, მას თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარ შემქნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. პროკურატურა ბიწაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-3 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში სდებს ბრალს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 მაისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ ბიწაძე საჯაროდ არ გამოჩენლია. ნინო ბურჯანაძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდები უარყო და განაცხადა, რომ ბიწაძისთვის ბრალდებების წაყენებით ხელისუფლება მისი პოლიტიკური იმიჯის შელახვას ცდილობს. 

კომენტარები