MTV Movie Awards 2011

0 კომენტარი

 MTV Movie Awards რიგით მე-20 დაჯილდოების ცერემონია გიბსონის ამფითეატრში, კალიფორნიაში გაიმართა.  2011 წლის შოუს წამყვანი, ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ჯეისონ სუდეიკისი იყო.

სამწლიანი ტრადიცია წლეულსაც არ დაირღვა და მთავარი პრიზი ოქროს პოპკორნი - Twilight Saga: Eclipse (ბინდი საგა: დაბნელება) გუნდმა მიითვისა.
გასულ წელს ფილმმა MTV Movie Awards - ზე ოთხი ოქროს პოპკორნი მოიპოვა, წელს კი შედეგი გააუმჯობესა და 2009 წლის მსგავსად ხუთი პრიზი დაიმსახურა.

დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ლუპე ფიასკო, ტრეი სონგზი და ჯგუფი Foo Fighters.

ნომინაციებში გამარჯვებულების წარსადგენად სცენაზე ერთმანეთს ჰოლივუდის ვარსკვლავები ენაცვლებოდნენ: ჯასტინ ტიმბერლეიკი, მილა კუნისი, ჯეი ჯეი აბრაამსი, სტივენ სპილბერგი, რაიან გოსლინგი, ემა სტოუნი, ჯიმ კერი, ემა ვოთსონი, ეშტონ კაჩერი და სხვები.

  საუკეთესო ფილმად Twilight Saga: Eclipse (ბინდი საგა: დაბნელება)აღიარეს, საუკეთესო მსახიობ ქალად და მამაკაცად სწორედ დაბნელების მთავარი როლის შემსრულებლები კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი დასახელდნენ. კატეგორიაში საუკეთესო კოცნა სტიუარტის და პეტინსონის სცენა უკვე მესამედ იმაჯრვებს, მესამე წელია საზოგადოება დაჯილდოების ცერემონიაზე მათ კოცნას ელის, მაგრამ უშედეგოდ. სცენაზე ასვლის შემდეგ წყვილმა კვლავ ორიგინალური სცენის გათამაშება გადაწყვიტეს და პატინსონმა მისი პარტნიორის ნაცვლად ამავე ფილმის მსახიობს ტეილორ ლოტნერს აკოცა.

მეხუთე პოპკორნიც ბინდის გუნდმა აიღო, ნომინაციაში საუკეთესო საბრძოლო სცენა დაჯილდოვდნენ რობერტ პატინსონი, ქსავიერ სამუელი და ბრაის დალას ჰოვარდი.

საზოგადოებამ ასევე იხილა ბინდის მეოთხე ნაწილის ტრეილერი, ფილმი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, პირველ ნაწილს მაყურებელი 2011 წლის 18 ნოემბერს იხილავს.

MTV Generation Award 2011 წელს რიზ ვიზერსპუნმა დაიმსახურა, იგი მეორე ქალბატონია ვისაც ეს ჯილდო გადაეცა, პირველი კი სანდრა ბალოკი გახლავთ.

 

2011 წლის გამარჯვებულები:

საუკეთესო ფილმი:
ბინდი საგა: დაბნელება

მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი:
რობერტ პატინსონი, ფილმისთვის ბინდი საგა: დაბნელება

ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი:
კრისტენ სტუარტი, ფილმისთვის ბინდი საგა: დაბნელება

სამსახიობო კარიერაში მნიშვნელოვანი მიღწევა:
ჰლოე გრეის მორეტზი, ფილმისთვის Kick-Ass

საუკეთესო ბოროტმოქმედი:
ტომ ფელტონი, ფილმისთვის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი პირველი

კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ემა სტოუნი, ფილმისთვის Easy A

საშიში როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ელენ ფეიჯი, ფილმისთვის დასაწყისი

საუკეთესო კოცნა:
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი, ფილმისთვის ბინდი საგა: დაბნელება

ბრძოლის საუკეთესო სცენა:
რობერტ პატინსონი, ქსავიერ სამუელი და ბრაის დალას ჰოვარდი, ფილმისთვის ბინდი საგა: დაბნელება

საუკეთესო ციტატა ფილმიდან:
I want to get Chocolate Wasted! ფილმიდან ზრდასრულები

MTV Generation Award
რიზ ვიზერსპუნი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები