კვლევა: სასამართლოსადმი მოქალაქეების ნდობა გაიზარდა

საერთაშორისო ორგანიზაციების  -  NORLG, ABA, UNDP-ს მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხების შედეგად გაირკვა, რომ მოქალაქეების  ნდობის მაჩვენებელი  საქართველოს სასამართლოების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა.  გამოკითხვა  საქართველოს 5 რაიონულ და 3 საქალაქო სასამართლოში მისულ ვიზიტორებში ჩატარდა. შეკითხვები  სასამართლოში არსებულ გარემოს, მოქალაქეებისადმი თანამშრომლების დამოკიდებულებას, საქმის განხილვის ვადებსა და სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხს შეეხებოდა. გამოკითხა 3787 რესპოდენტი. გამოკითხული მოქალაქეების 86-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სასამართლოში მომსახურება დროულად გაუწიეს . 90,7-მა პროცენტმა თქვა , რომ ინფორმაცია, რომელიც მოითხოვა  დროულად მიაწოდეს. სასამართლოს თანამშრომელთა თავაზიანობა გამოკითხულთა 60,2-მა პროცენტმა შეფასა „ძალიან კარგად“, 33,7-მა პროცენტმა - „კარგად“.მოქალაქეთა  მხოლოდ  5,3-მა პროცენტმა დაუწერა სასამართლო მოხელეებს თავაზიანობაში შეფასება „საშუალო“, 0,5-მა პროცენტმა  - „ცუდი“ და  0,2-მა  პროცენტმა - „ძალიან ცუდი“.

გამოკითხულთა  82,5-მა  პროცენტმა განაცხადა, რომ სასამართლოში მისი საქმე   დროულად გადაწყდა. 3787 გამოკითხული მოქალაქიდან   75-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ენდობა. სასამართლოს  „ნაწილობრივი ნდობა“  გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა გამოუცხადა, ხოლო რესპონდენტთა 15,6-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სასამართლოს „არ ენდობა“ . კვლევის მონაწილე მოქალაქეთა 1,7-მა  პროცენტმა განაცხადა რომ სასამართლოს „უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა“. კითხვაზე პასუხისგან თავი გამოკითხულთა 1,6-მა პროცენტმა შეიკავა.

ერთი წლის წინ ანალოგიური კვლევა სასამართლოებში USAID-მა და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა. მაშინ გამოკითხულთა მხოლოდ 53-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სასამართლოს ენდობა. 

კომენტარები