Tbilisi Open Air 2011

 იპოდრომის ტერიტორიაზე 11-12 ივნისს Altervision Group - ის ორგანიზებით საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას 19 მუსიკალური ჯგუფი მიიღებს, როგორც ქართული, ასევე უცხოური.
Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა, ფესტივალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში.

ფესტივალი 2011 წლიდან გაწევრიანებულია საერთაშორისო მუსიკალურ ორგანიზაციაში - Sonicbids, რომლის მიზანია დამწყები და არა მხოლოდ დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

11 ივნისი                                                               
The Benedicts
Mutual Friends
The Smile
Ketrine & Me
Tako & Green Mama
Me and My Monkey
Z for Zulu
Herr Styler [France]
Wallace Vanborn [Belgium]
The Forest

12 ინვისი
Exit
PornoPoezia
Salio
Space Jam
UR
Str!ng
The Fades [UK]
Moodorama [Germany]
Greenbeam and Leon

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ექსპრესს ჯიხურებში და 11 ივნისიდან იპოდრომის შესასვლელში. ფასი 5 ლარი.

კომენტარები