კადაფის იერიში მისრატაზე

 ლიბიელ ამბოხებულთა 11 მებრძოლი დაიღუპა პოლკოვნიკ კადაფის ძალების მიერ ქალაქ მისრატაზე მიტანილი იერიშის დროს.  გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა კადაფის ჯარების ძლიერი შეტევის მიუხედავად, ქალაქზე კონტროლის შენარჩუნება მოახერხეს. ამ დროისთვის ოპოზიციისადმი ლოიალური ძალები ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მისრატას აკონტროლებენ, ასევე ტუნისის საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიას. ამბოხებულები ვერ ახერხებენ დედაქალაქ ტრიპოლიზე კონტროლის აღებას, რომელიც პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ერთადერთ საყრდენად რჩება.   


კომენტარები