გაუპატიურება, როგორც რეპრესიის ახალი ფორმა ლიბიაში

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, ლუის მორენო-ოკამპო დარწმუნებულია, რომ ლიბიის ლიდერის, მუმარ კადაფის ბრძანებით ლიბიელი სამხედროები გაუპატიურებას რეპრესიის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ. ოკამპოს თქმით, შესაძლოა, კადაფის ბრძანებით ლიბიაში ასობით ქალი გააუპატიურეს. გაეროში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გაუპატიურებები პოლკოვნიკ კადაფის რეპერესიების ახალი ასპექტი გახდა. პროკურორის თქმით,  მოწმდება ინფორმაცია იმის შესახებ, იღებდნენ თუ არა კადაფის ერთგული ჯარისკაცები ვიაგრასტ ტიპის პრეპარატებს. გამომძიებლები ასევე ცდილებენ დაადგინონ, თუ რამდენი ლიბიელი ქალი გახდა მსგავსი რეპრესიის მსხვერპლი და გასცა თუ არა გაუპატიურებების შესახებ ბრძანება უშუალოდ პოლკოვნიკმა კადაფიმ.  

გენერალურმა პროკურორის ახალი ბრალდება პირდაპირ იმეორებს ლიბიელი ქალის, ემან ალ-ობეიდის ბრალდებას კადაფის სამხედრობის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ეს ქალბატონი ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში შეიჭრა და იქ მცხოვრებ უცხოელ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ უშიშროების სამსახურის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს. ემან ალ-ობეიდი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს რუმინეთში გადის. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ წაყენებული ბრალდება შესაძლოა დაემატოს ამავე სასამართლოს მიერ კადაფისთვის წაყენებულ ბრალდებას  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. სხვადასხვა ინფორმაციით, თებერვალში, საპროტესტო გამოსვლების დასაწყისში,   კადაფის მომხრე ძალებმა 500-დან 700-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.  

კომენტარები