ჩემი სახელია...

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/dzudzulua.png##fbimage#
 14 ივნისს, „გალერეა 9“-ში „ქალთა ფონდი საქართველოში“ და „არტ&სოსაითის“ ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა „ჩემი სახელია...“ გაიხსნა. გამოფენაზე ხელოვანმა ქალბატონებმა პრობლემატური თემები მხატვრული ფორმებით წარმოადგინეს.
ურთიერთობა გარე სამყაროსთან, ტაბუები, ტრავმები, კომპლექსები, საკუთარი თავის ძიება და სქესთა შორის ურთიერთობების კვლევა, სწორედ ამ თემებს გაესვა ხაზი გამოფენაზე, სადაც ნამუშევრები ვიდეო, ფოტო, ფერწერულ და გრაფიკულ ფორმატებშია წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა გურიაში სოფლად მცხოვრებ ქალებს გადაეცემათ, რომლებიც ხალხური რეწვით არიან დაკავებული.
გამოფენა 15 ივნისს დაიხურება.

კომენტარები