რეცეპტი

ღორის ხორცის მედალიონები კომშის პიურეთი

(c)ირაკლი ბლუიშვილი
 
2 ულუფის მასალაღორის ჩალაღაჯი 600 გრ. (გამოვა 4 მედალიონი, თითო 150 გრ.)1 კგ. კომში2 სუფრის კოვზი კომშის ჯემი50 გრ. ჩილის სოუსი50 გრ. სოიოს სოუსი1 ც. თეთრი ხახვი

მომზადების წესი:

გასუფთავებული ჩალაღაჯი ჩადეთ მარინადში და გააჩერეთ მინიმუმ 6 საათი ან მთელი ღამე.

ჩალაღაჯი ამოიღეთ მარინადიდან, გაამშრალეთ და დაჭერით მედალიონებად.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შეწვით ხორცი.

დაჭერით კომში კუბებად და მოთუშეთ ხახვთან ერთად დაბალ ცეცხლზე, ვიდრე მასა არ დარბილდება. შეკაზმეთ მუსკატის კაკლით, ფერადი წიწაკით და მარილით. სოუსისთვის: გახსენით კომშის ჯემი ბულიონში, შეურიეთ ჩილის და სოიოს სოუსი, წამოადუღეთ. გაანაწილეთ კომშის პიურე ოთხ თეფშზე, ზემოდან დაადეთ შემწვარი ხორცი და მოასხით კომშის სოუსი.
მიირთვით გემრიელად.

კომენტარები