10 კითხვა ნიკა მემანიშვილს

ნიკა მემანიშვილის არქივიდან
 
რა არის დღეს ნიკა მემანიშვილის შთაგონების წყარო, მისი პირადი საწვავი?
 
გააჩნია, რა პროექტზე ვმუშაობ. ნოსტალგია შთაგონების ყველაზე დიდი წყაროა. ამ გრძნობისთვის არაა აუცილებელი სამშობლოდან შორს ცხოვრობდე, სამშობლოშიც იჩენს თავს. ნოსტალგიაა ჩემი შემოქმედების ლეიტ-პასაჟი.
 
 
დირიჟორის ჯოხის ნაცვლად, ხელში ჯადოსნური ჯოხი რომ გეჭიროთ…
 
თუ გამოყენების შეზღუდული ოდენობა მექნებოდა, მაშინ პრიორიტეტების დალაგება მომიწევდა, მაგრამ იმ დოზით რომ მეჭიროს, რა დოზითაც დირიჟორის ჯოხი მიჭირავს, ჩემი ცხოვრება არასაინტერესო გახდებოდა.
 
 
ყველაზე უცნაური სამუშაო თქვენს ცხოვრებაში?
 
ძალიან ხშირად ვალაგებ სკამებს და სანოტო პიუპიტრებს სცენაზე. მათ ფუნქციაში ვიჭრები, ვისაც ეს საქმე ევალება. მაგრამ სცენის დაწყობა იმდენად მსიამოვნებს, ისეთი ხშირია და ორგანული, რომ უკვე პროფესიის ნაწილად მივიჩნევ.
 
თქვენი საოცნებო მუსიკალური კოლაბორაცია…
 
ჩემ მიერ შექმნილი სიმფონიური ნაწარმოები ვენის ფილარმონიულმა ორკესტრმა რომ დაუკრას. ამის მიზეზი ვენისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. იქ ვიზრდებოდი, იქ ვსწავლობდი. 
 
ყველაზე დიდი იმედგაცრუება…
 
არ მქონია.
 
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლათ...
 
... ასე მაინც ვერ გამოვსწორდი, ძალიან არაპუნქტუალური ვარ. მჩვევია ზარებზე პასუხის გაუცემლობა, რის გამოც მნიშვნელოვან ზარებზეც კი არ მიპასუხია.
და კიდევ – გარკვეული საკვების მიღებისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მიჩნდება, მაგრამ მაინც არ ვიშლი. 
 
20 წლის შემდეგ...
 
მინდა, რომ ვიყო ჩემი შვილით, მისი წარმატებებით ამაყი.
 
რითი არ დაინტერესდება არასდროს ნიკა მემანიშვილი?
 
პოლიტიკით.
 
თქვენი ყველაზე არაეკონომიური ჩვევა, რაზეც უარს ვერ ამბობთ?
 
კომპაქტ-დისკების შეძენა. ესაა პროცესი, რაშიც ჩემი არსებული შემოსავლის 90% დავხარჯე.
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
მჯერა თუ არა, საკუთარი თავის? და ძალიან გამიხარდებოდა, საკუთარ თავს რომ ეპასუხა „კი”.

კომენტარები