Tbilisi Open Air 2011

0 კომენტარი

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
-12 ივნისს Altervision Group-ის ორგანიზებით Tbilisi Open Air 2011 ჩატარდა, მუსიკალური ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობას 20 მუსიკალური ჯგუფი იღებდა. 
დღე 1
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ფესტივალის პირველ დღეს იპოდრომს ხარისხიანი მუსიკის  მოყვარული უამრავი მსმენელი ეწვია. სცენაზე 10 ბენდი გამოვიდა: The benedicts, Mutual Friends, The Smile, Ketrine & Me, Tako & Green Mama, Me and my Monkey, Z for Zulu, Herr Style საფრანგეთიდან, Wallance Vanborn ბელგიიდან და The Forest, რომელმაც ფესტივალის პირველი დღე დახურა. 
ჯგუფმა The Smile, როგორც გასულ წელს, წლეულსაც შეძლო ხალხის აყოლიება და სტუმრების მიერ ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტადაც დასახელდა. 
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ორგანიზატორებმა მსმენელისთვის შექმნეს ყველა პირობა, რომ იპოდრომზე მისულებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. სწორედ ამიტომ, საფესტივალო ქალაქი 26 ათას კვ.მ-ზე განთავსდა, კვების ობიექტებით, გასართობი და რეკრეაციული ადგილებით. მართალია, ნაგვის ურნების სიმცირეს იპოდრომი ნამდვილად არ უჩიოდა, მაგრამ ცეკვაში და ლუდის სმაში გართულმა სტუმრებმა პირველივე დღეს დიდ ნაგავსაყრელს დაამსგავსეს საგანგებოდ მოწყობილი სივრცე.
დღე 2
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
Loudspeakers, Exit, PornoPoezia, Salio, Space Jam, UR, Str!ng, The Fades დიდი ბრიტანეთიდან, Moodorama გერმანიიდან და Greenbeam and Leon – ეს ის ჯგუფებია, რომელნიც მეორე დღეს წარდგნენ მსმენელის წინაშე. 
UR-ის სცენაზე გამოჩენას საზოგადოების გააქტიურება მოჰყვა, ბენდმა იპოდრომზე მისული ყველა მსმენელის აყოლიება შეძლო და დიდი აღტაცება გამოიწვია. აგრეთვე მოწონება და სიმპათია დაიმსახურა ჯგუფმა Loudspeakers, რომელმაც 12 ივნისის კონცერტი გახსნა.
2011 წლის Tbilisi Open Air ქართულმა ჯგუფმა Greenbeam and Leon დახურა, რის შემდეგაც ფესტივალი მომავალ წლამდე დაემშვიდობა მსმენელს თავისი ლოზუნგით – Music Breaks Free!
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები