Art-გენი მირზაანში - ვიდეოდღიური

0 კომენტარი

დღე 1
 „არტ-გენი 2011“ დაიწყო. ფესტივალი შაბათს, 18 ივნისს მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნა. სახალხო ფესტივალის გახსნის დღეს, მირზაანს უამრავი სტუმარი ეწვია.

ჯგუფი „არტ-გენი“ 2004 წელს შეიქმნა, მისი მიზანი ქართული შემოქმედების პოპულარიზაცია და ძველი ტრადიციების გაცოცხლებაა, როგორიცაა: ქართული სიმღერა, ცეკვა და ძველი საბრძოლო ხელოვნება. შვიდი წლის მანძილზე გაიმართა ასზე მეტი კონცერტი და ფესტივალი დღეს ერთ-ერთ
ყველაზე ცნობილ ღონისძიებას წარმოადგენს.

18 ივნისს ნიკალას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია ერთ დიდ მუზეუმად იქცა, დღის განმავლობაში ცოცხლად სრულდებოდა ქართული ხალხური სიმღერები, წარმოდგენილი იყო ცეკვის ნომრები, ძველი ქართული იარაღები და საბრძოლო ხელოვნება, გამოფენილი იყო ნახატები, თექის ნამუშევრები, ადგილზე მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ყველა მსურველს შეეძლო მისი დაგემოვნება.

ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს, 23 ივნისს „არტ-გენი“ რუსთავში ელოდება სტუმრებს, 25-26 ივნისს კი ფოთში.
15 ივლისიდან „არტ-გენი 2011“ ტრადიციულად ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაგრძელდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები