იემენის ციხიდან ალ-ყაიდას მებრძოლები გაიქცნენ

იემენის ერთ-ერთი ციხიდან ალ-ყაიდას 40-მდე მებრძოლი გაიქცა. ოფიციალური ინფორმაციით, პატიმრებმა გაქცევა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ჰადრამუტის პროვინციაში მდებარე ციხეს თავს დაესხა რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი. გაქცეული პატიმრების ნაწილი ტერორიზმის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ინციდენტის დროს ციხის ერთი მცველი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა. იემენის ოპოზიცია აცხადებს, რომ ციხეზე თავდასხმა არ მომხდარა. მათი თქმით, ოფიციალურმა პირებმა ალ-ყაიდას მებრძოლები გამიზნულად გამოუშვეს ციხიდან.  ”რეჟიმი ბოლო დღეებს ითვლის და ქაოსის გამოწვევა უნდა,” განუცხადა სააგენტო France Presse-ს ჰადრამუტის პროვინციის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სპიკერმა, ნასერ ბაკაზუზმა. 

კომენტარები