რკინის ლედის ლეგენდარული ხელჩანთა აუქციონზე გაიყიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ხელჩანთა ლონდონში საქველმოქმედო აუქციონზე 25 ათას გირვანქა სტერლინგად (40 ათასი დოლარი) გაიყიდა.  Asprey-ს ფირმის ტყავის შავი ხელჩანთა, რომელსაც რკინის ლედი 30 წელზე მეტხანს ფლობდა, კერძო კოლექციონერმა იყიდა. სწორედ ამ ჩანთას ატარებდა ტეტჩერი აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა და საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხაილ გორბაჩოვთან გამართული მოლაპარაკებების დროს.

საინფორმაციო სააგენტო France Presse-ი წერს, რომ ამ ჩანთას ტეტჩერის კოლეგები რკინის ლედის ”საიდუმლო იარაღს” უწოდებდნენ. ლეგენდარული ჩანთის აუქციონზე გატანის შესახებ ცნობა გასულ აპრილს გავრცელდა. აუქციონის ორგანიზატორებს ჩანთა ტეტჩერის თხოვნით ინგლისელმა მწერალმა და კონსერვატიული პარტიის  თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ჯეფრი არჩერმა გადასცა.

აუქციონიდან შემოსული თანხა კანის გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. 

კომენტარები