ტაბულა ART - ის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა

ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი ყოველკვარტალური ჟურნალის „ტაბულა არტი“ პრეზენტაცია გაიმართა.  მოწვეულ სტუმრებს არაჩვეულებრივი გარემო, მუსიკა ცოცხალი შესრულებით და უგემრიელესი კერძები დახვდათ. საღამოს 8 საათიდან ბოტანიკურ ბაღში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ექსკლუზიური ინტერვიუები ცნობილ მუსიკოსებთან, რეჟისორებთან და მწერლებთან; სტატიები თანამედროვე ხელოვნებაში არსებულ ტენდენციებზე; რეცენზიები ახალ მუსიკალურ ალბომებზე, ფილმებზე და წიგნებზე; აგრეთვე  კომპაქტ დისკი საუკეთესო ქართული სიმღერებით - ყოველივე ეს შეგიძლიათ „ტაბულა არტში“ იხილოთ.

ჟურნალის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელზეც ჯგუფები SvanSikh, Me and My Monkey და Kung Fu Junkie წარდგნენ.

ყოველკვარტალური „ტაბულა არტის“ პირველი ნომერი უკვე გაყიდვაშია!

კომენტარები