დალაი-ლამა: ჩინეთი ვერ გადაწყვეტს ვინ შემცვლის

ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება ვერ გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი-ლამას გარდაცვალების შემდეგ - ამის შესახებ განცხადება დღეს თავად დალაი-ლამამ გააკეთა. ტიბეტის სულიერმა ლიდერმა, რომელსაც 6 ივლისს 76 წელი უსრულდება, თქვა, რომ მომავალი დალაი-ლამა დევნილობაში დაიბადება.  ჩინეთი დაჟინებით აცხადებს, რომ ტიბეტური ბუდიზმის რეინკარნაცია ჩინეთის მიერ კონტროლირებად ტიბეტში მოხდება.

ამ საკითხში ჩინეთის ჩარევა დალაი-ლამამ სასტიკად გააკრიტიკა და ამ ფაქტს ”სამარცხვინო” უწოდა. ”რაც შეეხება ჩემს თავიდან დაბადებას, საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ და სხვა არავინ,” აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-თან საუბრისას ტიბეტის სულიერმა ლიდერმა.

მარტში დალაი-ლამამ თავისი პოლიტიკური ვალდებულება დათმო და განაცხადა, რომ ამ ვალდებულებებს ის არჩეულ ლიდერს გადასცემდა. აპრილის ბოლოს ტიბეტის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მეთაური სობსანგ სანგაი გახდა.

 


კომენტარები