10 კითხვა ლევან კოღუაშვილს

ფოტო: დარო სულაკაური
 როგორ მოახერხეთ, რომ „ქუჩის დღეები”, თითქოს გაცვეთილი თემატიკის მიუხედავად, კრიტიკოსების და მაყურებლების ერთ-ერთ რჩეულ ფილმად იქცა?

„ქუჩის დღეების” მთავარი თემა არ არის ნარკოტიკები ან ქუჩა. პირველ რიგში, ეს არის ფილმი ადამიანებზე, მათ სისუსტეებზე და კეთილშობილებაზე. ეს თემები არასოდეს არ გაცვდება.

რომელ ერთ წიგნს, ფილმს და სიმღერას წაიღებდით უკაცრიელ კუნძულზე 1 წლით?

ბიბლიას, ბახს და რამეს იტალიური ნეორეალიზმიდან.

მთავარი, რაც ნიუ იორკის უნივერსიტეტმა მოგცათ?

პროფესია.

დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენი CV-ის ყველაზე უცნაური, შეუსაბამო ნაწილი?

უცნაურ ადგილებში მიმუშავია, მაგრამ შეუსაბამო არაფერი ყოფილა. ყველაფერში რაღაცა სასარგებლო იყო.

როგორ კინოს არ გააკეთებს არასდროს ლევან კოღუაშვილი?

შევეცდები, არ გავაკეთო მოსაწყენი და კონფორმისტული კინო.

თქვენი ცხოვრების საუნდტრეკად რა გამოდგება?

ცხოვრების ეტაპს გააჩნია.
ხორუმით დაწყებული, სიჩუმით დამთავრებული.

რომელი ადამიანის სხეულში იცხოვრებდით ერთი დღით?

არავისი.

ლევან კოღუაშვილის ერთი ყველაზე ბედნიერი დღე?

სცენარზე მუშაობა კარგად მიდის, ქალაქგარეთ ვარ ცოლთან და შვილთან ერთად, მიწაში მცენარეებს ვრგავთ.

რამ მოახდინა ბოლო დროს თქვენზე ყველაზე ემოციური შთაბეჭდილება?

უარყოფითი – 26 მაისმა.
დადებითი – აზრმა, რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება.

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას?


კომენტარები