რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სკანდალი მწიფდება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული სკანდალი მწიდება. ამის შესახებ რადიოსადგური ”ეხო კავკაზა” რუსულ გამოცემა ”ნეზავისიმაია გაზეტაზე” დაყრდნობით წერს. რადიოსადგურის ინფორმაციით, რამდენიმე გავლენიანი სამხედრო პირმა, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი ტრეტიაკმა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

რუსული მედიის ცნობით, ჯერჯერობით არ ვრცელდება სანდო ინფორმაცია სამხედრო პირების გადადგომის მიზეზებზე. თუმცა, ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ ამ ნაბიჯით, გენერალები რუსეთის არმიაში გატარებულ იმ რეფორმებს აპროტესტებენ, რომლებსაც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ნიკოლაი მაკაროვი ატარებს. რუსულ გამოცემას ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გენერლების გადადგომასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა, რუსეთში ”გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგები” მოჰყვეს. 

კომენტარები