წითელ ზღვაში გემის კატასტროფას 200 ადამიანი ემსხვერპლა

წითელ ზღვაში აფრიკელი ემიგრანებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად 200-მდე ემიგრანტი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა ჩადის, ნიგერიის, სომალის და ერიტრეას მოქალაქე იყო. ისინი საუდის არაბეთში არალეგალური გზით ცდილობდნენ ჩასვლას. სუდანის მედია ცენტრის ინფორმაციით, გემზე მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ სამი გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ხანძარი გაჩნდა და სწორედ ამან გამოიწვია კატასტროფა. გემი იემენის რამდენიმე მოქალაქეს ეკუთვნოდა.  სამართალდამცველების განცხადებით, მათ არალეგალი ემიგრანტები აფრიკიდან საუდის არაბეთში ხშირად გადაჰყავდათ. გემის მფლობელები უკვე დააკავეს. პოლიციის თქმით, ისინი კიდევ 247 ადამიანის გადაყვანას აპირებდნენ საუდის არაბეთში.

უცხოური მედიის ცნობით, წითელი ზღვის გავლით, იემენიდან საუდის არაბეთში ყოველდღე ათასობით არალეგალი ემიგრანტი ხვდება. გემები, რომლებსაც ემიგრანტები გადაჰყავს, ხშირად გადატვირთულია და უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი არ პასუხობს.  ივნისში ტუნისის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა გემმა, რომელსაც 850 ემიგრანტი გადაჰყავდა. 150 მათგანი დაიღუპა. 

კომენტარები