კვლევა გეების პენისების ზომებზე აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა კვლევა, რომელიც გეი მამაკაცების პენისების ზომებსა და მათ სექსუალურ ჯანმრთელობას შორის კორელაციას იკვლევდა.

გამოკვლევა ,,კავშირი პენისის ზომასა და სექსუალურ ჯანმრთელობას შორის მამაკაცებში რომელთაც სხვა მამაკაცებთან აქვთ სექსი’’ 2006 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 1 065 გეი მამაკაცი გამოიკითხა. კვლევის მიზანი იყო ,,ფალოცენტრულ საზოგადოებაში ცხოვრების რეალური შედეგების შესწავლა ინდივიდუალურ დონეზე’’.  კვლევამ დაასკვნა, რომ გეი მამაკაცები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პატარა პენისი აქვთ, დიდი ალბათობით ე.წ. ,,პასიური’’ გეები იქნებიან. საპირისპიროდ, გეი მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დიდი პენისი აქვთ, ,,აქტიური’’ გეები არიან.

კვლევა ფედერალური მთავრობის მიერ ფინანსდებოდა განვითარებისა და კვლევის ეროვნული ინსტიტუტის გრანტის ფარგლებში (NDRI). კვლევა გეი მამაკაცების პენისის ზომების შესახებ NDRI-მ შიდსის და დანაშაულის გამოკვლევის კატეგორიაში მოათავსა. 2006 წელს, როცა კვლევა დაიწყო აღნიშნულმა კვლევამ პირველ ეტაპზე ფედერალური ბიუჯეტიდან 900,000 დოლარი მიიღო. NDRI-მ 2000 წლის შემდეგ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 15 მილიონი დოლარი მიიღო.

აღნიშნული კვლევის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება კრიტიკის საგანი გახდა: ,,აქ მონაწილეობდნენ უსახელო ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკელი ხალხი უსაზღვრო რესურსების მქონე ბანკომატია’’- განაცხადა ანდრეა ლაფერტიმ, ტრადიციული ღირებულებების კოალიციის პრეზიდენტმა. ლაფერტიმ ლარი ფლინტის წერილიც გაიხსენა. ფლინტმა პრეზიდენტს სთხოვა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ფარგლებში პორნოინდუსტრია დაეფინანსებინა, რადგან ამით ხალხი გაერთობოდა მაინც.

გეი მამაკაცების პენისების ზომის შესახებ კვლევა ერთადერთი არ არის, რომელიც კამათის საგანი გახდა. ვისკონსინის უნივერსიტეტში მკვლევარები ცდილობენ ქალებისა და უმცირესობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კომპიუტერული თამაშების საშუალებით გამოასწორონ. აღნიშნულმა კვლევამ 2 მილიონი დოლარი მიიღო ობამას ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი პაკეტის ფარგლებში. 

კომენტარები