ისრაელმა ფრანგულ გემს ღაზას სექტორთან მიახლოების ნება არ დართო

ისრაელის შეიარაღებული ძალების ხომალდებმა  ღაზას სექტორისკენ მიმავალი ფრანგული გემი Dignite - Al Karame შეაჩერეს. უცხოური მედიის ცნობით, გემი ჰუმანიტარული დახმარებით არის დატვირთული. ტელეკომპანია BBC იუწყება, რომ როგორც კი ფრანგული ხომალდი ღაზას სექტორს მიუახლოვდა, ისრაელის ჯარისკაცებმა გემის ეკიპაჟი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ”აკრძალულ ზონას” არ მიალოებოდნენ. დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები ფრანგული გემის ბორტზე გადავიდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, Dignite-ს ეკიპაჟს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ წუთებში გემი ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში გადაჰყავთ.

კომენტარები