ფეისბუქზე გარეგინ მეორის წინააღმდეგ ჯგუფი შეიქმნა

სომხეთში, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლები სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორის გადადგომას მოითხოვენ. სოციალურ ქსელში  გაიხსნა ჯგუფი „მოვითხოვთ კათოლიკოსის გადადგომას.” ჯგუფს ამ დროისთვის სულ 67 ადამიანი შეუერთდა.

სომხური მედიის ცნობით, ამ გვერდი შექმნის მიზეზი გახდა  სომხეთის პატრიარქის განცხადება, იმის შესახებ, რომ მას არ აინტერესებს ეკლესია, რომელიც „სადღაც მთაშია“.  ეს განცხადება პატრიარქმა სანაინის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის საკითხზე საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  PanARMENIAN.Net ავრცელებს.

ამის პარალელურად, ფეისბუქზე  გაჩნდა გამოკითხვა: ”გსურთ თუ არა ყოველთა სომეხთა პატრიარქის, გარიგინ მეორის სომხეთის სამოციქულო ეკლესიიდან განკვეთა?“ კითხვას დადებითად უპასუხა  1560 ადამიანმა, ფეისბუქის  221 მომხმარებელი კი გარეგინ მეორის განკვეთის წინააღმდეგია.

კომენტარები