ლიტვაში ძებნილი გენერლის ავტრიული გასეირნება

0 კომენტარი

მიხაილ გოლოვატოვი, კგბ-ს ყოფილი გენერალი 14 ივლისს ავსტრიის პოლიციამ დააკავა ვენის აეროპორტში. თუმცა, ავსტრიამ რეკორდულად მოკლე დროში ( 24 საათზე ნაკლები) გაანთავისუფლა დაკავებული და საშუალება მისცა დაბრუნებულიყო სამშობლოში.

კგბ-ს ყოფილ გენერალს სავარაუდოდ ბრალი მიუძღვის 14 ადამიანის სიკვდილში. 1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც საბჭოთა კავშირმა უკანონოდ და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებად გამოაცხადა. 1991 წლის იანვარში ლიტვაში დაიწყო არასანქცირებული საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც ქვეყანაში გადაისროლეს სპეცრაზმელები, რომელბმაც დაიწყეს სტრატეგიული ობიექტების დაკავება. 13 იანვარს საბჭოთა ჯავშანტექნიკის კოლონა გაემართა ვილნიუსის ცენტრში, სახელმწიფო ტელევიზიისკენ.ტელევიზიასთან კი პროტესტანტები იყვნენ შეკრებილები, რასაც შეტაკება მოჰყვა. სწორედ გოლოვატოვი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, რომლის დროსაც დაიღუპა 14 მოქალაქე, 600 მეტი ადამიანი დაშავდა, დანაშაულისთვის პასუხი დღემდე არავის უგია.

ბუნებრივია, რომ ლიტვის ხელისფულებისთვის, გოლოვატოვის დაპატიმრება უმნიშვნელოვანესი იყო, ასე რომ არ არის გასაკვირი მისი მწვავე რეაქცია ავსტრიის გადაწყვეტილების თაობაზე. ლიტვასთან ერთად თავის აღშფოთებას არ მალავენ დანარჩენი ბალტიის ქვეყნებიც: ლატვია და ესტონეთი. მათ ერთოლივად გაუგზავნეს წერილი ევროკავშირს სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ , იმის გამო რომ პრაქტიკაში არ მოქმედებს ევრო კავშირის ქვეყნების შეთანხმება პირების ექსტრადაციასთან დაკავშირებით. ასევე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აზუბალისი აცხადებს , რომ ავსტრიამ დაარღვია როგორც ევროკავშირის კანონმდებლობა ასევე თავისი შიდა სამართალი, რადგან დაკავებული პირი გათავისუფლებული იქნა 48 საათზე ნაკლებ დროში. მინისტრი აქვე დასძენს, რომ გოლოვატოვის გათავისუფლება იგივეა რაც, თავის დროზე რატკო მლადიჩი რომ არ გადაეცათ საერთაშორისო მართლმსაჯულებისათვის.

ლიტვას მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეხეთის რესპუბლიკამაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ის პირები რომლებსაც ბრალი მიუძღვით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანების დაღუპვაში პასუხი უნდა აგონ სასამართლოს წინაშე და ევროპის ყველა ქვეყანას გააჩნია მორალური ვალდებულება ითანამშრომლოს ამგვარ საკითხებში. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გოლოვატოვს შენგენის ვიზა გაუუქმა ფინეთის ხელისფულებამ, აქამდე კი კგბ-ს გენერალს თავისუფლად შეეძლო ემოგზაურა ევროპის ფარგლებში.

ლიტვამ თავისი ელჩიც კი გამოიწვია ავსტრიიიდან კონსულტაციებისათვის. ლიტვური მხარის თქმით, ავსტრიის ეს არასოლიდარული ნაბიჯი გავლენას იქონიებს ევროპის შემდგომ სამართლებრივ თანამშრომლობაზე.

თავის მხრივ ავსტრიის მხარე აცხადებს, რომ ლიტვის ხელისფულებამ არ წარმოადგინა საკმარისი საბუთები და მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაეტოვებინათ ყოფილი გენარალი წინასწარ პატიმრობაში. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკლ სპინდელეგერი გამორიცხავს, ამ საქმის პოლიტიკურ სარჩულს და რუსეთის რაიმე გავლენას ავტრიის გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით სამართალი ცალკე სფეროა და მასზე პოლიტიკას გავლენა არ უნდა გააჩნდეს. ის ასევე აცხადებს, რომ არცერთი რუსი ჩინოვნიკი თუ პოლიტიკოსი არ დაკავშირებია მას გოლოვატოვის საქმის თაობაზე.
ასტრიის მხარეს , მხარს უმაგრებს ასევე ევროკავშირის კომისარის განცხადება , რომელიც ამბობს რომ ავსტრიას ექნებოდა გოლოვატოვის გადაცემის ვალდებულება მხოლოდ მაშინ თუ მისი დანაშაული ჩადენილი იქნებოდა 2002 წლის შემდეგ.

თუმცა ერთია სამართლებრივი მხარე და მეორე პოლიტიკური, იყო ავსტრიის გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი კრიტერიუმებით ნაკარნახევი თუ საქმე ისევ ცნობილ ბუნებრივი რესურსებით მანიპულირებასთან გვაქვს? გასათვალისწინებელია რომ ავსტრიასა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამხრეთის ნაკადის მშენებლობაზე, რითაც გაზი ავსტრიას შავი ზღვის გავლით მიეწოდება 2015 წლისთვის. არსებობს ეჭვი რომ გოლოვატოვის დაჩქარებულად განთავისუფლება რუსეთის ფედერაციის პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები