10 კითხვა გია მირზაშვილს

0 კომენტარი

გია მირზაშვილი მხატვარი და გია მირზაშვილი – პოეტი. რომელთან გაქვთ მეტი იდენტიფიკაცია?

რა თქმა უნდა, მხატვრობასთან. ეს უფრო ორგანულია ჩემთვის, ბუნებრივი, იქიდან გამომდინარე, რომ 3 წლიდან ვხატავ, ანუ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად დავიწყე. დღეს მხატვრობა ჩემი ხელობაა. რაც შეეხება ლექსებს, მარტო 10 წელია, რაც ვწერ. ჩემი აზრით, პროვოცირება ამას სასმელმა გაუკეთა: როცა ბევრს სვამ, ახალ-ახალი შეგრძნებები გემატება, ახალ სივრცეში ხვდები. მაშინ ქაღალდის ნაგლეჯებზე, სიგარეტის კოლოფებზე ვიწერდი ცალკეულ ფრაზებს. ბოლოს დაგროვდა, ავდექი და დავამონტაჟე. ლექსის წერა დიდი შუალედებით ხდება, და სხვათა შორის, ძალიან მეხმარება მხატვრობაში.

სამი რამ, რაც თქვენი კომფორტისთვის აუცილებელია...

შემიძლია, ერთი გითხრათ – თავისუფლება. ეს იმდენად პირველია და გადამწყვეტი, რომ დანარჩენი ორი, არც კი ვიცი, რა არის.

რამ მოახდინა ბოლო დროს თქვენზე ემოციური შთაბეჭდილება?

თქვენმა გამოჩენამ ჩემს სახელოსნოში.

რას დაიბრუნებდით წარსულიდან?

არაფერს.

ყველაზე კარგი რამ, რაც მემკვიდრეობით გერგოთ...

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი.

რა არის თქვენი პირადი საწვავი?

ჩემი ქალაქი.

თითო წარმომადგენელი მხატვრობიდან, ლიტერატურიდან და მუსიკიდან, რამაც თქვენზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა?

ფიროსმანი, ფოლკნერი, ბითლზი.

ხალხს შეიძლება გაუკვირდეს, როცა გაიგებს, რომ გია მირზაშვილმა…

თავის პრინციპებს უღალატა.

64 წლის რომ ვიქნები…

როცა ვიქნები, კვლავ ამ სიმღერას მოვუსმენ [ბითლზის When I’m Sixty-Four].

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ყოველდღე ისედაც ამით ვარ დაკავებული…

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები