რეცეპტი

რვაფეხას სალათი – მოხარშული კარტოფილით და ფრანგული მწვანე ლობიოთი

მოათავსეთ რვაფეხა ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ 1 თავი ხახვი, 1 სტაფილო, შავი პილპილის მარცვლები, მარილი, 1 ჭიქა ღვინო, ადუღეთ 20 წუთი. მოხარშული რვაფეხა გააჩერეთ ქვაბში 1 საათით. მოხარშეთ კარტოფილი ისე, რომ არ ჩაიხარშოს. მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბებად, რვაფეხა ამოიღეთ ქვაბიდან და დაჭერით. ამასობაში კარგად გააცხელეთ ტაფა და 3 წუთის მანძილზე ზეითუნის ზეთსა და ბალზამიკოში მოთუშეთ ფრანგული მწვანე ლობიო. მოთუშული ლობიო შეურიეთ დაჭრილ კარტოფილს და რვაფეხას. დაუმატეთ სალათის ფურცლები, მარილი, პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო და კარგად გადაურიეთ. მიირთვით გემრიელად.

4 ულუფის მასალა 1 მოზრდილი რვაფეხა 2 კარტოფილი 200 გრ. ფრანგული მწვანე ლობიო 250 გრ. მწვანე სალათის ფურცლები 1 სტაფილო 1 ხახვი შავი პილპილის მარცვლები 1 ჭიქა თეთრი ღვინო ზეითუნის ზეთი ბალზამიკო მარილი პილპილი ჯამში: 25 ლარი


მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).

კომენტარები