რამადანი ჩინეთში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ramadandragon.png##fbimage#
ჩინელმა მუსლიმებმა დედაქალაქ პეკინში რამადანის - მარხვის თვის - დაწყება აღნიშნეს. ჩინეთში დაახლოებით 22 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენს. ისინი მსოფლიოს დანარჩენ მილიარდ მუსლიმთან ერთად აღნიშნავენ ისლამური კალენდრის უწმინდეს თვეს.

რამადანი დამოკიდებულია ახალი მთვარის გამოჩენაზე, შესაბამისად ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განსხვავებულ დროს იწყება. ჩინეთში რამადანი ორშაბათს, 1 აგვისტოს დაიწყო.

პეკინის ნიუჯის მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა რამადანის პირველი ლოცვებისთვის. რამადანის მარხვის მიზანია რწმენისა და ხასიათის განმტკიცება თვითშეზღუდვითა და ქველმოქმედებით.

ჩინეთი ოფიციალურად ათეისტური ქვეყანაა, თუმცა მის მოსახლეობაში იზრდება სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა რიცხვი.

ჩინელ მუსლიმთა ნახევარი ჰუის ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებშია განსახლებული. ამავე ტერიტორიებზე, სინძიანისა და ნინგსიას პროვინციებში, სახლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმები.

კომენტარები