ჩილეში დაძაბულობა გრძელდება

0 კომენტარი

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები არ წყდება. დაპირისპირება ჩილეს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. პრეზიდენტი სანტიაგო პინერა კი ქვეყნის ბოლო 20 წლის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. ბოლოს მსგავსი მასშტაბის არაპოპულარობით დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი სარგებლობდა.

დედაქალაქში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და იქ კოცონები დაანთეს. პროტესტი რამდენიმე კვირის წინ სტუდენტებმა დაიწყეს, რომლებიც ითხოვენ სახელმწიფო განათლების დონის გაუმჯობესებასა და გაიაფებას.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მთავრობამ ბოლო საპროტესტო აქციაზე სანქცია არ გასცა. მასწავლებელთა ნაციონალური კოლეჯის პრეზიდენტმა, ხაიმე გახარდომ ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მთავრობას სურს საუბარი იყო დაპატიმრებებზე, დაშავებულებსა და ძალადობაზე, მაგრამ არა განათლებაზე.

ჩილეს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდებოდა. ქვეყანაში მოედინება უცხოური ინვესტიციები. თუმცა მოსახლეობის ყველა ფენა ეკონომიკური განვითარებით კმაყოფილი არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები