ერთა ხმა 2011 ბათუმში

0 კომენტარი

ქვეყანა, 10 განსხვავებული ტრადიცია, 10 სხვადასხვა ფოლკლორული წარმოდგენა ერთ ქალაქში, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა - როგორც ქართული ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტრდიციული, ფოლკლორული ხელოვნება და კულტურა გახდეს ცნობადი და პოპულარული, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ბათუმმა ტრადიციული ფოლკლორული ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის მოყვარულთათვის ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ტარდებოდა როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში.
ფესტივალის წარმოშობას ორწლიანი ისტორია აქვს, პროექტის ორგანიზატორები ორი წლის განმავლობაში მსგავსს ღონისძიებას, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ახორციელებდნენ, სახელწოდებით - “ერის ხმა”, რომელიც 2009 წელს თბილისში გაიმართა, ხოლო 2010 წელს ქალაქ ბათუმში. წელს “ერის ხმა” "ერთა ხმად” გადაიქცა, ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და 10 სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული დელეგაციაც მიიღო. კორეის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მაკედონიის, კვიპროსის, სომხეთის და ბელორუსიის ანსამბლებმა ფესტივალის ფარგლებში ნამდვილად შეძლეს ადგილობრივი მაყურებლის გაოცება.
ფესტივალი 28 ივლისს ბათუმში გაიხსნა. 10 ქვეყნის დელეგაცია თავიაანთი ტრადიციული მელოდიებითა და ქორეოგრაფიული ელემენტებით საზეიმო მსვლელობით მიემართებოდა ბათუმის ქუჩებში. მსვლელობამ მაშინვე მიიპყრო დამსვენებლისა და მაყურებლების ყურადღება, რის შემდეგაც ბათუმის უნივერსიტეტის პირდაპირ აწყობილ სცენასთან გადაინაცვლეს და გახსნის ცერემონიისათვის დაგეგმილი წარმოდგენაც დაიწყო...

“როგორც ხედავთ ფესტივალმა ქალაქ ბათუმში უამრავი მაყურებელი შეკრიბა, " ერის ხმად " წოდებულმა ფესტივალმა, რომელსაც შარშან დიდი რეზონანსი მოყვა, წელს საერთაშორისო სახე შეიძინა და “ერთა ხმათ” წარმოგვიდგა. დიდი ინტერესიდან და ფესტივალის წარმატებული დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ იგი ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.” – აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც გახნის ცერემონიას დაესწრო.

წელს, ისევე როგორც შარშან, ფესტივალის ოფიციალური ორგანიზატორები, პარტნიორები და მხარდამჭერები ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეტა სამინისტროა.

… შემდეგ იყო კონცერტები ქუთაისსა და ზუგდიდში, ბოლოს კი ფესტივალი კვლავ გახსნის ადგილს, ბათუმს დაუბრუნდა. 3 აგვისტოს მონაწილე ქვეყნების საპატიო სიგელებით დაჯილდოვებისა და საზეიმოდ დახურვისას , საფინალო აკორდი ქართულმა ტრადიციულმა და ფოლკლორულმა ხელოვნებამ აიღო თავის თავზე. სუხიშვილების ანსამბლის წარმოდგენისა და გრანდიოზული ფრეიერვერკის ფონზე ფესტივალი "ერთა ხმა 2011" მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები