ახალი კომპიუტერული ჩიპი ადამიანის ტვინს იმიტირებს

 IBM-ის მკვლევარებმა შექმნეს და ორჯერ შეამოწმეს მიკროჩიპები, რომლებიც ინფორმაციას ბუნებრივი ნერვული სისტემის მსგავსად ინახავს და ამუშავებს. ჩვეულებრივი ჩიპებისგან განსხვავებით, ახალი მიკოჩიპები ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიას იყენებენ. ახალი ტექნოლოგიების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი უკვე გამოხატა აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიამ, კონკრეტულად კი თავდაცვის გაუმჯობესების კვლევის პროექტების სააგენტომ (DARPA). სააგენტომ პროექტისთვის 21 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა.

დღეისთვის ყველაზე ძლიერ, IBM-ის სუპერ კომპიუტერს, 16 ტირაბაიტიანი მეხსიერება და ძალიან ძლიერი სერვერები სჭირდება, რათა შეასრულოს იგივე ოპერაციები, რასაც ადამიანის ტვინი ასრულებს.

IBM-ის განცხადებით ” ძველი ჩიპები უნდა იქცეს სამშენებლო მასალად რაღაც ახლისთვის და უფრო ამბიციურისთვის: კომპიუტერითვის, რომელიც იქნება ფეხსაცმლის ყუთის ზომის, ექნება ადამიანის ტვინის სირთულის ნახევარი და გამოიყენებს მხოლოდ 1 კილოვატ ენერგიას”. ინფორმაციის დამუშავებისთვის სტატიკური კავშირების გამოყენების ნაცვლად, ახალი ჩიპები ბაძავენ სწავლის პროცესს და უფრო მოქნილები არიან. 

კომენტარები