ირანში ამერიკელ მთამსვლელებს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თეირანის მთავარმა პროკურორმა დაადასტურა გავრცელებული ხმები, რომ 2 ამერიკელ მთამსვლელს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ქვეყანაში არალეგალურად შესვლასა და ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. ჯოშუა ფატალს და შეინ ბაუერს 20 დღე აქვთ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი მთამსვლელი, სარა შურდი, ირანის სასამართლომ 2010 წლის სექტემბერში გაათავისუფლა 500,000 დოლარის გადახდის შემდეგ. ირანული სასამართლოს განცხადებით, მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. 

კომენტარები