კადაფის შეპყრობასა ან მოკვლაზე ჯილდო დაწესდა

ლიბიელმა აჯანყებულებმა მუამარ კადაფისთან დაახლოებული წრეებისთვის ამნისტია გამოაცხადეს, თავად დიქტატორის შეპყრობასა ან მოკვლისთვის კი 1,7 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესეს. ამის შესახებ ოპოზიციონერთა  ერთ-ერთმა ლიდერმა მუსტაფა აბდულ ჯალილმა განაცხადა. მუამარ კადაფის დაკავებაზე ორდერი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა, მას ბრალად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა ედება. როგორც BBC-ს აჯანყებულთა წარმომადეგენელმა გუმა ელ-გამატიმ განუცხადა, კადაფის უახლოესი გარემოცვა ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებში უშუალოდ მონაწილეობდა. „ახლა მათთვის უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტიმული არსებობს. თუ მათ არ სურთ კადაფის გაყვნენ და უნდათ საკუთარი   ტყავი გადაარჩინონ, ისინი სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს მიიღებენ, თუ მას შეიპყრობენ ან მოკლავენ“.  მანამდე აჯანყებულებმა კადაფის ქვეყნიდან უსაფრთხო წასვლა შესთავაზეს, თუ იგი ძალაუფლებას დათმობდა. თუმცა, თავად ოპოზიციონერებს არ სჯერათ, რომ კადაფი ხელისუფლებას ნებით შეელევა.

ლიბიელი დიქტატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. აჯანყებულთა აზრით, იგი ტრიპოლიში ან ქალაქის შემოგარენში იმყოფება. ბრძოლები დედქალაქში ისევ გრძელდება, აჯანყებულები  კადაფის მომხრეების წინააღმდეგობის ცალკეული კერების ჩახშობას ცდილობენ.   კადაფის მომხრე ძალები კვლავ აკონტროლებენ მის მშობლიურ ქალაქ სირტსა და ქალაქ საბხას  ქვეყნის სამხრეთში.  აჯანყებულები ამ რეგიონებში ადგილობრივ ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოპებენ. ტრიპოლისთის ბრძოლაში, ამბოხებულთა შეფასებით, კვირიდას მოყოლებული, 400 ადამიანი დაიღუპა.

აჯანყებულთა მხარეზე გადასვლის შესახებ ლიბიის დაზვერვის ხელმძღვანელი  მოჰამედ ალი-ხალიფამ განაცხადა. მან კადაფის არმიის ოფიცრებს იგივესკენ საჯაროდ მოუწოდა.

ტელეარხ ალ-არაბიას- ცნობით, აჯანყებულებმა ტუნისის საზღვრის მახლობლად დიდი სამხედრო საწყობი დაიკავეს, სადაც ქიმიური იაერაღი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ინახება.

დედაქალაქში გაჭიანურებული ბრძოლების გამო ოპოზიციურმა მთავრობამ ბენგაზიდან ტრიპოლიში გადასვლა გადადო.

 

კომენტარები