სინგაპურის არჩევნებში სამთავრობო კანდიდატმა გაიმარჯვა

სინგაპურის საპრეზიდენტო არჩევნებში სამთავრობო კანდიდატმა პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ტონი ტანმა  გაიმარჯვა. მან ოპოზიციის კანდიდატთან შედარებით მხოლოდ 0,34%-ით უკეთესი შედეგი აჩვენა. საინვესტიციო მრჩეველმა და ოპოზიციური პარტიის ყოფილმა წევრმა ტან ხი სეიმ ხმათა 25,04% მიიღო. სადაზღვევო კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტან კინ ლიანი  კი 4,91%-ით დაკმაყოფილდა. არჩევნებში სულ 2,1 მილიონი ადამიანი გამოცხადდა.

ტონი ტანი 1979 წლიდან 2006 წლამდე გახლდათ კანონმდებელი, ფლობდა რამდენიმე სამინისტრო პორტფელსაც, მათ შორის თავდაცვის, ფინანსთა და სავაჭრო. ამასთან ერთად, 10 წლის განმავლობაში იყო პრემიერ-მინიტრის მოადგილე.

 პრეზიდენტს სინგაპურში აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია. მას აქვს ვეტოს გამოყენების უფლება სინგაპურის საგარეო გაცვლითი რეზერვების გამოყენებაზე, სამთავრობო ბიუჯეტსა და სხვა საკვანძო საჯარო პოსტებზე დანიშვნაზე.

კომენტარები