სააკაშვილი : სვანეთი ყველაზე მაღალი ევროპული დონის საქართველო

0 კომენტარი

მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიაში იუსტიციის სახლი და  კიდევ რამდენიმე  ობიექტი გახსნა, მათ შორის ზუგდიდი-მესტიის მაგისტრალი.  ” საქართველოს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების შემდეგ 2015 წელს თავს დავდებ, რომ სვანეთში იქნება მინიმუმ ნახევარი მილიონი დამსვენებელი - აღნიშნა მან და მოუწოდა სვანებს დაუბრუნდნენ მშობლიურ კუთხეს, რათა მარტო თავი კი არ ირჩინონ, გამდიდრდნენ და გაამდიდრონ დანარჩენი საქართველო. სააკაშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს დროულად  განახორციელონ ინვესტიციები სვანეთში.  დროულად მანამადე,  სანამ  ამ მხარეში  ჯერ კიდევ არის ფეხის დასადგმელი. ” სვანეთი არის უძველესი, ყველაზე მაღალი ევროპული დონის საქართველო.   ამ ჰაერზე 3 დღეში ყველა სვანი ხდება, მე  სამ დღეზე მეტი მაქვს აქ გატარებული და დიდი ხანია გასვანებული ვარ”  - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მესტიაში .  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები