კამბოჯა წყალს მიაქვს

ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებელმა ძლიერმა წვიმებმა კამბოჯაში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქია ქვეყნის იმ რეგიონს დაატყდა თავს, რომელიც ტაილანდს ესაზღვრება.

ძლიერი წვიმების გამო მდინარეებმა კალაპოტები გადმოლახეს და ქალაქები და ფერმები დატბორეს. ქვეყნის ინფრასტრუქტურამ ამით დიდი დარტყმა მიიღო. დატბორილია ბრინჯის ფერმების დიდი ნაწილი.

კამბოჯის ხელისუფლებამ ექსკავატორები და სხვა მძიმე ტექნიკა გაგზავნა დაზარალებულ რეგიონებში. მათი დახმარებით დაგეგმილია დატბორილი ადგილების გაწმენდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

კომენტარები