ანქვაბმა და კოკოითიმ მედვედევს დაბადების დღე მიულოცეს

აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა  დაბადების დღე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. ” აფხაზეთის რესპუბლიკის  აღიარების გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ მიიღეთ,  უკავია განსაკუთრებული ადგილი აფხაზეთის უახლეს ისტორიაში. ვსარგებლობ  შემთხვევით და ვაცხადებ, რომ  აფხაზეთის ხელისუფლება არ შეცვლის რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის  კურსს” - ნათქვამია ალექსანდრე ანქვაბის წერილში, რომლითაც მან მედვედევს დაბადების დღე მიულოცა.  ანალოგიური მისალოცი წერილი რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონის ლიდერმაც გაუგზავნა. ” თქვენ როლი არის შეუფასებელი  ომის შემდგომი  სამხრეთ ოსეთის აღდგენის საქმეში,  გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს რუსეთის დიდების უკეთილშობილეს საქმეში” -ამ სიტყვებით მიმართა მედვედევს კოკოითიმ. 

კომენტარები