შუა აზია

ყირგიზეთის პარლამენტმა ყაზახეთის პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე წარადგინა

ყირგიზეთის პარლამენტმა, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბავეი ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად წარადგინა. 29 სექტემბერს, პარლამენტარ ახმადბეკ კელბუბეკოვის ინიციატივას პარლამენტმა თითქმის განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი. ინიციატორის თქმით ”ნურსულთან ნაზარბაევი უდიდეს საქმეს აკეთებს მშვიდობის განმტკიცებისა და სტაბილურების შენარჩუნებისთვის, არა მხოლოდ შუააზიის რეგიონში, - არამედ მსოფლიო დონეზე”  

ინიციატივის წინააღმდეგ ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი, კანიბეკ იმანალიევი გამოვიდა, რომელმაც კოლეგებს ”მლიქვნელები” უწოდა. ”არსებობენ სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ ნობელის პრემიაზე წარადგენენ ნებისმიერი... ჩვენი პარლამენტი მათ რიგში არ შედის. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი ღირსება” განაცხადა დეპუტატმა.

საკუთარ მიმართვას დეპუტატები ნორვეგიის პარლამენტს გაუგზავნიან. 

კომენტარები