რუსეთის პრეზიდენტი

მედვედევის განცხადებით, პუტინი მასზე გაცილებით პოპულარულია

რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის თქმით, იგი არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ არ  მიიღებს, რომ ვლადიმირ პუტინი მასზე გაცილებით  პოპულარული და ავტორიტეტული ლიდერია.  ამ განმარტებას მედვედევმა  დასძინა, რომ მომავალი წლის არჩევნების შედეგები წინასწარგანსაზღვრული არაა. პუტინის  განზრახვას , დაიკავოს ქვეყნის პირველი პირის პოსტი, რომელსაც 2000-2008 წლებში ფლობდა, რუსეთის სუსტი ოპოციზია უარყოფითად შეხვდა. ოპოზიციის ცალკეულმა  ლიდერებმა  გამოთქვეს ვარაუდი, რომ პუტინი რუსეთს არეულობისკენ მიაქანებს.  მედვედევი კი ერთ-ერთი რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ პუტინის სამომავლო პრეზიდენტობის პერიოდში   მთავრობას ახალი სახეები შეავსებს და ეს რუსეთისთვის  ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ინტერვიუში მედვედევმა  აღიარა, რომ  როლების გაცვლის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული, თუმცა   პრეზიდენტობის საკითხს  მაინც ღიად ტოვებდა და საკუთარ რეიტინგს   ადევნებდა თვალს .”დღეს  პრემიერ-მინისტრი უდაოდ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია“ - განაცხადა  მედვედევმა. 

კომენტარები