შემოდგომის ლეგენდა 2011

ლიტერატურული კონკურსის ციებ-ცხელება დაწყებულია

0 კომენტარი

 შემოდგომა, ლეგენდების სეზონი მოვიდა და ლიტერატურული კონკურსიც ტრადიციულად წელს მესამედ აღმოაჩენს „ახალ“ მწერალს. სტუდენტურ ლიტერატურული კონკურსი - „შემოდგომის ლეგენდა“ 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ორგანიზებით ტარდება. კონკურსს როგორც შარშან, წელსაც სამი მთავარი გამარჯვებული ეყოლება. პირველი შესარჩევი ეტაპი 3-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ 15 წარმატებული მონაწილე გამოვლინდება. თხუთმეტივე ახალბედა მწერალი, წარმოდგენილი პროზაული ნაწარმოებით, მეორე, იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებს, რომელიც ლოპოტას ტბაზე, 3-4 ნოემბრს გაიმართება.
წელს ფესტივალის მასშტაბებმა ცვლილებები განიცადა, გაფართოვდა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვრებს გასცდა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი სტუდენტურ-ლიტერატურული კონკურსი, რომელიც აქამდე ლოკალური იყო, მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებად იქცევა და თბილისში აკრედიტირებული ცხრა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტებს მოიცავს. ყველას ვისაც ლიტერატურა უყვარს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ნიჭი გამოავლინოს და თავისი ნაშრომი მთელს საქართველოს გააცნოს - აღნიშნავს კონკურსის ორგანიზატორი ნინო კალანდია. მისი აზრით, კონკურსის მთავარი მიზანია „გზა გაუკვალოს ახალბედა მწერლებს, აღმოაჩინოს ახალი სახელები და სახეები. ყოველ წელს კონკურს ახალი სლოგანი აქვს, წელს იმპროვიზაციული ტური ლოპოტას ტბაზე ჩატარდება, ყველანი ერთად მწვანე მარმარილოს საიდუმლოს ამოვხსნით, შემოგვიერთდით, თქვენი აღმოჩენის დროა“.

„შემოდგომის ლეგენდას“ ტრადიციულად „ჯეოსელის” სახით ერთგული პარტნიორი ჰყავს და ის სამ საუკეთესო ავტორს ფულად პრემიასთან ერთად სპეციალურ პრიზებს გასცემს. მოხარულნი ვართ, რომ კონკურსმა სტუდენტებში მსგავსი დაინტერესება გამოიწვია, გვსურს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაებას მასში და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები" – აღნიშნა ჯეოსელის წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ. 2011 წლის „შემოდგომის ლეგენდა“ ახალი სახეების მოლოდინშია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები