წყალბურთი

ლიგამუსი მეორე რაუნდს ჰოლანდიაში იწყებს

0 კომენტარი

დღეს, წყალბურთის კლუბი ლიგამუს-თბილისი ევროპის თასის გათამაშების მეორე რაუნდის შეხვედრებს იწყებს. პირველი ეტაპი თბილისში გაიმართა. ქართულმა გუნდმა ექვს გუნდში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევროპის თასის მეორე რაუნდის მატჩებს ჰოლანდია უმასპინძლებს. სადაც ჩვენთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი შუურმანი, გერმანიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი დუისბურგი და ხორვატიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მორნარ სპლიტი ითამაშებენ.

მეორე რაუნდი დღეს დაიწყება და კვირას, 9 ოქტომბერს დასრულდება. ლიგამუსის პირველი მეტოქე  შუურმანი იქნება, ხვალ ქართული გუნდი მორნარ სპლიტთან ითამაშებს, ასპარეზობას კი გერმანელებთან მატჩით დაასრულებს.

ლიგამუს-თბილისი: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, თამაზ ლაზარიდი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, ზურაბ რურუა, ივან სტრუიჩი, მიხეილ ბაღათურია, ტატო ნიკოლეიშვილი, კოტე გეგელაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი; მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი

თამაშების განრიგი:

7 ოქტომბერი

მორნარ-სპლიტი - დუისბურგი

შუურმანი - ლიგამუს-თბილისი

8 ოქტომბერი

მორნარ-სპლიტი - ლიგამუს-თბილისი

შუურმანი - დუისბურგი

9 ოქტომბერი

დუისბურგი - ლიგამუს-თბილისი

შუურმანი - მორნარ-სპლიტი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები