წყალბურთი

ლიგამუსი ბოლოზე დარჩა

 თბილისის ლიგამუსმა, წყალბურთში ევროპის თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ამ ქვეჯგუფის შეხვედრები ჰოლანდიაში გაიმართა. ქართულ კლუბს სამ მოწინააღმდეგესთან მოუხდა დაპირისპირება. საბოლოოდ ლიგამუსმა სამივე შეხვედრა დათმო.

პირველი მატჩი თბილისელებმა ჰოლანდიის ჩემპიონ შუურმანთან 9:11 წააგეს. ამას მოჰყვა ხორვატიის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან სპლიტ-მორნართან დაპირისპირება და მარცხი უფრი დიდი ანგარიშით - 8:19. შეჯიბრების ბოლოს ქართველი წყალბურთელები გერმანიის ვიცე-ჩემპიონ დუისბურგს ეთამაშნენ და 10:20 დამარცხდნენ.

საბოლოოდ ქართულმა კლუბმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროპის თასისი გათამაშებას გამოეთიშა. მომდევნო ეტაპზე კი ჯგუფის გამარჯვებული, ყველა შეხვედრის მომგები მორნარ-სპლიტი და მეორეადგილოსანი შუურმანი გავიდნენ.

კომენტარები