გენდერული თანასწორობა

NDI: ქალები და პარლამენტი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 56% მიიჩნევს, რომ არჩეულ თანამდებობებზე ქალები და კაცები თანაბარი წარმატებით საქმიანობენ.  21%-ის აზრით, დაკისრებულ მოვალეობას კაცები უკეთ ართმევენ თავს. 12% კი მიიჩნევს,  რომ  არჩეულ თანამდებობებზე ქალების საქმიანობა მამაკაცებზე წარმატებულია. კითხვაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მისცემენ თუ არა ხმას ქალს,  დადებითი პასუხი  68%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი - 15%-მა.  

150 პარლამენტარს შორის 9 ქალია. რესპონდენტთა 39% მიიჩნევს, რომ ეს ძალიან პატარა მაჩვენებელია, 31%-ის აზრით ეს რაოდენობა მისაღებია, 6% კი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი რიცხვია.

აღსანიშნავია, რომ ქალებისა და კაცების პასუხებს შორის დიდი განსხვავდება არ არის. 

კომენტარები