ევროკავშირი და სერბეთი

ევროკომისია მომხრეა სერბეთს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია გამოდის  რეკომენდაციით   სერბეთს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნულ რეკომენდაციას შეიცავს ევროკომისიის  ყოველწლიური ანგარიში , რომელიც აჯამებს   ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე  ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგებს. ბრიუსელში დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ  ევროკომისია აღნიშნული რეკომენდაციის გაცემის შემდეგ,  ბელგრადსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას იმედოვნებს.   

კომენტარები