აშშ-სთან ურთიერთობა

დღეს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

დღეს თბილისს  ორდღიანი ვიზიტით  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უილიამ ბერნსი ეწვევა . ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, სააგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან.

შეხვედრებზე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება.

აშშ-ს ახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. როგორც აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი,  სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ბერნსი მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და საერთო სტრატეგიული ინტერესების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითებს განიხილავს.

 

კომენტარები