აშშ-სთან ურთიერთობა

უილიამ ბერნსი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  უილიამ ბერნსი დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს  ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები  განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობას.უილიამ ბერნსმა აშშ-ს  მთავრობის სახელით საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში  მონაწილეობისთვის მადლობა  გადაუხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა  ქართველ ჯარისკაცთა მამაცობას.  ბერნსმა წარმატებული მისიისთვის ქართველ ხალხსა და ჯარისკაცების ოჯახებსაც მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.>

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აშშ-ს  ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი  საქართველოს  სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველოს პრეზიდენტის გარდა,  მან შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ  გრიგოლ ვაშაძესთან,  უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

 

კომენტარები