რუსეთი და ბელორუსი

პუტინი: გაზის საფასურის დაწევასთან დაკავშირებით ბელარუსთან შეთანხმება მიღწეულია

 რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის  განცხადებით, რუსეთი  და ბელარუსი გადადიან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე  ენერგეტიკის საკითხებში .  ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, ლაპარაკია ბელარუსისთვის  გაზის ახალი, დაბალი  საფასურის დაწესებაზე. ” ცოტა ხნის წინ ”გაზპრომიდან მაცნობეს, რომ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მომავალი წლიდან   სხვა    საფასური  იმუშავებს”- განაცხადა პუტინმა დღეს.  მანამდე,  ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ 2012 წლიდან მინსკი  რუსეთიდან გაზს ახალ, დაბალ ფასში მიიღებს.  ლუკაშენკომ ეს   ახსნა იმით, რომ   2012 წლიდან   მისი ქვეყანა რუსეთთან და ყაზახეთან  ერთად საერთო ეკონომიკურ სივრცეში შევა.  ლუკაშენკომ  აღნიშნა ისიც, რომ გაზპრომს სურს  2, 5 მილიარდ დოლარად იყიდოს ”ბელტრანსგაზის” აქციების 50 პროცენტი.   ამჯერად ”ბელტრანსგაზის” აქციების 50 პროცენტი ბელარუსის სახელმწიფოს ხელშია, 50 პროცენტი კი გაზპომის.  გავრცელებული ცნობებით,  ”გაზპრომში” 13 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ბელარუსთან გაზის მიწოდების და ტრანზიტის ახალი  კონტრაქტის გაფორმება  დაკავშირებულია ”ბელტრანსგაზის”  აქციების დარჩენილი 50 პროცენტის შესყიდვის შესახებ შეთანხმებასთან.   

 

კომენტარები