ბითლზი

ჯონ ლენონის კბილი აუქციონზე

 5 ნოემბერს, ინგლისის ქალაქ სტოკპორტში გაიმართება აუქციონი, სადაც ბითლზების ერთ-ერთი წევრის, ჯონ ლენონის კბილი გაიყიდება. ჯონ ლენონმა 1960 წელს კბილი საკუთარ მოსამსახურეს უსახსოვრა, დოროტი ჯარლეტმა კი ლეგენდარული მუსიკოსისგან მიღებული სუვენირი საკუთარ ქალიშვილს უსახსოვრა.
დოროტი ჯარლეტი ამჯამად 90 წლის არის, მისმა ქალიშვილმა და მან გადაწყვეტილება მიიღეს აუქციონზე გაიტანონ 50 წლის წინ მიღებული საჩუქარი, მათი განცხადებით უმჯობესი იქნება სუვენირი ახალი მფლობელის ხელში გადავიდეს, ვინაიდან ჯარლეტების ოჯახი ხშირად მოგზაურობს და შესაძლებელია ჯონ ლენონის მიერ ნაჩუქარი სუვენირი, მისივე კბილი დაიკარგოს.

ჯონ ლენონს და დოროტი ჯარლეტს წლების მანძილზე მეგობრული ურთიერთობა ქონდათ, ჯარლეტის თქმით ლენონს არაერთი საჩუქარი აქვს მისთვის გაკეთებული, მარგალიტის ყელსაბამი და ტყავის საფულე ჯარლეტების ოჯახში დარჩება, ხოლო კბილი რომელიც 5 ნოემბერს აუქციონზე გაიყიდება 10 000 ფუნტად არის შეფასებული.  

კომენტარები