მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში იმყოფებიან

 თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავებული საქართველოს 2 მოქალაქე: ქეთევან გულაშვილი და ლია ბორაშვილი უკვე სამშობლოში იმყოფებიან.  საქართველოში გამომგზავრების წინ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო  - განუცხადა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ტრაბზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ. მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ისე თურქეთში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მაკა პაპასკირი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.  საკონსულოს დახმარებით სამშობლოში ისიც მალე დაბრუნდება . 
 

კომენტარები