არაბული გაზაფხული

წინასწარი შედეგებით, ტუნისში ზომიერმა ისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგების მიხედვით, ტუნისში ჩატარებულ არჩევნებში   ზომიერმა ისლამისტურმა  პარტია ”ენაჰდამ”  გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მას  ამომრჩეველთა 42%-მა დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ ზომიერი ისლამისტები  ასამბლეაში 39 ადგილიდან 15 -ს დაიკავებენ. ამას ემატება საკანონმდებლო ორგანოში იმიგრანტებისთვის გათვალისწინებული 18 ადგილიდან აღებული 9 მანდატი. წარმატების მიუხედავად, პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ახალი კონსტიტუციის მისაღებად, დროებითი პრეზიდენტისა და მთავრობის დასანიშნად მას  სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება. პარტიის მესვეურებმა   პოტენციურ მოკავშირეებად სეკულარული  კონგრესი რესპუბლიკისთვის (CPR – Congree for the Republic) და Ettakatol დაასახელეს. წინასწარი შედეგებით, პირველი მათგანი მეორე ადგილზეა და ასამბლეაში 10 დეპუტატი ეყოლება.  

პარტია ”ენაჰდამ”-ს  ლიდერები ტუნისის ისლამისტურ და მრავალპარტიულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ემხრობიან.

23 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის პირველი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებია მას შემდეგ, რაც  დიქტატურა   დაემხო. ”არაბულ გაზაფხულამდე” ტუნისს პრეზიდენტი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი 23 წლის განმავლობაში მეთაურობდა. 

კომენტარები