საშემოსავლო გადასახადი

45-იდან 60 წლამდე პირის სამსახურში მიღებისთვის მეწარმე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება

მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე  პირს  აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება  - ამ ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, იმისათვის, რომ ამ ადამიანების დასაქმება მოხდეს. "ჩვენ გვყავს ძალიან განათლებული, შრომისმოყვარე ადამიანები. უბრალოდ, ამ ხალხს გარემოებებში არ გაუმართლა. თუ ბიზნესმენები ამ ადამიანებს სამუშაოდ აიყვანენ, ჩვენ მივცემთ სტიმულს, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და კიდევ მოვიფიქრებთ, როგორ შევუწყოთ ხელი პირდაპირ თუ ირიბად, ასეთი ხალხის კერძო სექტორში დასაქმებაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
მთავრობის დღევანდელ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების გარდა ესწრებოდნენ ბიზნესმენები და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები.

კომენტარები